რას წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს  სუვერენინტეტთან დაკავშირებით - Palitra News

რას წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს  სუვერენინტეტთან დაკავშირებით

2026-07-18 15:34:36+04:00

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან. თანამშრომლობის მიზანია, გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევდა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 13 ივლისს სირიის სახალხო საბჭოს დამფუძნებელი სესიის გამართვას, გუშინ 16 ივლისს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.