დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილის მილოცვისთვის მადლობა უხდის. ტრამპი წერილში წერს რომ საქართველოსა და ამერიკას სუვერენიტეტისა და ხანგძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ. ოპტიმისტურადაა განწყობილი მმართველი გუნდიც. ამ პროცესში, მათთვის დადებით მოლოდინებს, მაკა ბოჭორიშვილის ვაშინტგონში ვიზიტიც ქმნის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მინისტერიალში მონაწილეობა ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.