საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის დახმარება სურთ, ამის საუკეთესო გზა ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებობენ ქვეყნები, რომელთა დახმარების შესაძლებლობა ევროკავშირის ბიუროკრატიას სხვადასხვა ფორმით აქვს, თუმცა, მისი თქმით, ასეთ ნაბიჯებს ყოველთვის არ დგამენ. პრემიერის შეფასებით, ეკონომიკური მხარდაჭერა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები და დეკლარაციები.