შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-07-18 19:57:32+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.