აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა - Palitra News

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

2026-07-19 11:10:22+04:00

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები ზედიზედ მე-8 ღამეს განახორციელეს.

„CENTCOM-ის ძალებმა წარმატებული იერიშები მიიტანეს ირანის სანაპირო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებზე“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებაა.

ასევე, CENTCOM-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ ქვედანაყოფებს დაარტყეს, რომლებმაც იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებზე შეტევა განახორციელეს.