ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქუვეითში სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ დრონების გამოყენებით დარტყმები განახორციელა ალ-უდაირის ბანაკში მდებარე აშშ-ის ტერორისტული არმიის საბრძოლო მასალის საცავზე, ასევე ალი ალ-სალემის ბაზაზე განლაგებულ სამხედრო პერსონალზე“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.
თავდასხმა დაადასტურა ქუვეითის შეიარაღებულმა ძალებმაც, რომელმაც მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.
ირანიდან იერიშის ფონზე ქუვეითში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.