დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის სტავროპოლის მხარეში მდებარე ნავთობბაზას ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს
„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ხანძარი ქალაქ მიხაილოვსკში მდებარე ნავთობბაზას გაუჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ღამით ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
დრონებით თავდასხმა დაადასტურა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმერ ვლადიმეროვმაც და ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.