2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება - Palitra News

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება

2026-07-19 13:42:45+04:00

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მორიგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე.

რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.