უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს - Palitra News

უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს

2026-07-19 14:33:04+04:00

უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის, აგნეშ ფორსტოფერის ცნობით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილების ვადა 20 ივლისს იწურება.

აგნეშ ფორსტოფერი პრეზიდენტის მოვალეობას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს.

„ამ საპასუხისმგებლო სახელმწიფო ამოცანას უნგრეთის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური მოწყობის შესაბამისად, ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ღირსების გათვალისწინებით და ჩემი ცოდნისა და უნარების ფარგლებში შევასრულებ. ამ გარდამავალ პერიოდში ყველა ღონეს ვიხმარ, რათა დაკისრებული ამოცანები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შევასრულო“, - განაცხადა ფორსტოფერმა.

ცნობისთვის, 18 ივლისს უნგრეთის პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებს. შუიოკი უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2024 წლიდან იკავებს.