ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან მდინარის ადიდების შედეგად წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება - Palitra News

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან მდინარის ადიდების შედეგად წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

2026-07-19 14:37:35+04:00

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად წყალი გადმოვიდა საავტომობილო გზაზე.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„მძღოლებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.