ბაჰრეინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული დრონები და რაკეტები ჩამოაგდეს.
ბაჰრეინის თავდაცვის ძალების გენერალური სარდლობის ცნობით, ირანიდან გაშვებული რამდენიმე „საჰაერო ობიექტი გაანადგურეს ან გაანეიტრალეს“.
გენერალურმა სარდლობამ ბაჰრეინის მოსახლეობას მოუწოდა, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და საჰაერო განგაშის გამოცხადებისას თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ.
ასევე, თავდაცვის ძალების განცხადებით, „შეიარაღება და ყველა ქვედანაყოფი მზადყოფნაშია".