ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს. ამ საკითხთან დაკავშირებიტ მინისტრის ნმოადგილემ შეხვედრები ნიდერლანდებში გამართა. შეგახსენებთ რომ საქართველოს მტავრობის გადაწტყვეტილებით, ანაკლიის პორტის წილები არცერთ უცხოურ კომპანიაზე არ გაიყიდება, არამედ მისი 100%-იანი წილის მფლობელი მხოლოდ ქართული სახელმწიო იქნება.