ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - Palitra News

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

2026-07-19 16:19:14+04:00

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში ტყის ხანძრის შედეგად 12000 ჰექტარი დაიწვა, - ინფორმაცია France 24 ავრცელებს.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ჩრდილოეთით მდებარე გვადალახარას პროვინციაში გაჩენილმა ხანძარმა 12000 ჰექტარი ფართობი მოიცვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გვადალახარას პროვინციიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

გვადალახარას პროვინციაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტყის ხანძარს ებრძვიან სარაგოსას მახლობლადაც, სადაც ხანძარმა 16000 ჰექტარი მიწა გაანადგურა.

ცნობისთვის, ესპანეთში ტყის ხანძრებს უკვე რამდენიმე კვირაა ებრძვიან. ალმერიის პროვინციაში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.