აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო სწავლების „კლინიკური უნარების ცენტრი“ შეიქმნა. აქ სტუდენტებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ექიმებისა და ექთნებისგან მიიღონ პრაქტიკული სამედიცინო განათლება. ცენტრი სიმულაციურ, სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს მოიცავს, რაც სტუდენტებისთვის კლინიკური კომპეტენციების ეტაპობრივ განვითარებას უზრუნველყოფს.