თელავში, სატუმრო აგარანის მამულში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაბარებულ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის ადვოკატი ფიქრობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. კერძოდ, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით ხელმეორედ შეიყვანეს მას შემდეგ რაც თქვა, რომ მიცემული ჩვენების შეცვლას არ აპირებდა, არადა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თელავის პოლიციის განყოფილებაში მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ეხება სასტუმრო აგარანის მამულში გამართული ქორწილის დროს მომხდარი დაპირირების საქმეს.