პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ხელისუფლების შიშსა და სისუსტეზე მიუთითებს. როგორც ბოკერიამ განაცხადა ის გარემოება, რომ ხელისუფლება თავიდანვე არ განიხილავდა „ფედერალისტების“ აკრძალვას და მოგვიანებით შეიტანა მათი პარტიაც შესაბამის სიაში - აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მოტივებით მიიღება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ პროცესს აზიანებს და პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სარჩელით ქართული ოცნება 4 ოპოზიციური ძალის გაუქმებას ითხოვს, ესენია „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“ და „ფედერალისტები“.