ქორწილში მომხდარი დაპირისპირების საქმე - რა არის ცნობილი ამ დრომდე? - Palitra News

ქორწილში მომხდარი დაპირისპირების საქმე - რა არის ცნობილი ამ დრომდე?

2026-07-20 15:42:05+04:00

თელავში სასტუმრო აგარანის მამულში მიმდინარე ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვების შესახებ აკრძალვაზე გაფრთხილებულები არიან. უფლებადამცველი განმარტავს, რომ ქალი, რომელსაც მამაკაცმა დაზიანება მიაყენა, ღონისძიებაზე მყოფი პირების მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენებას გამორიცხავს, ისევე როგორც აპარატურის დაზიანებას. თელავში აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაკავებულ სიძის ძმას, გიორგი ჭიღლაძეს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. რა მოხდა ქორწილის დღეს, როდის ჩაერთმენ პროცესში სამართალდამცველები, რა ჩანს გადაღებულ კადრებში და რა დაპირირების დაწყების რა ვერსიებზე საუბრობენ მხარეები.