გიორგი ჭიღლაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს - Palitra News

გიორგი ჭიღლაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს

2026-07-20 20:36:15+04:00

თელავში, აგარანის მამულში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, პატიმრობის უზრუნველყოფით, მოითხოვს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თელავის რაიონულმა სასამართლომ, სავარაუდოდ, ხვალ უნდა იმსჯელოს. საქმე აგარანის მამულში გამართულ ქორწილში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის გამოძიებაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.