საქართველო–აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივებზე ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ - Palitra News

საქართველო–აშშ-ის ურთიერთობების პერსპექტივებზე ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ

2026-07-20 21:05:43+04:00

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მომავალი კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვაზე გაგზავნილი სამადლობელი წერილის შემდეგ, მმართველი გუნდი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპსა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის მოლოდინზე საუბრობს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ წერილი მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და ურთიერთობების არსებით ცვლილებას არ ნიშნავს. მათი შეფასებით, რეალური გადატვირთვისთვის აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების სრულ ნდობას მოიპოვებს.