თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო წუხს, თუმცა ამტკიცებს, რომ ქალისთვის დაზიანების მიყენება მისი განზრახვა არ ყოფილა. ჭიღლაძის თქმით, ის ამჟამად გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მისთვის მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე აწვდიან. სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. გამოძიება გიორგი ჭიღლაძის წინააღმდეგ სისხლის სამათლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საკითხს იურისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ.