დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების დაშინებას და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ საქმის წარმოებით დასავლეთთან ვაჭრობას ცდილობს. მათი განმარტებით, ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე პროცესები რეალურად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.