ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრეინში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს

2026-07-21 11:15:44+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრენში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში იერიშები მიიტანეს.

მათივე განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის რადარი გაანადგურეს.

ირანმა დრონებით დარტყმები ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც განახორციელა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ქუვეითში მდებარე არიფჯანის ბაზაზე, ალ-უდაირის ბანაკსა და აჰმად ალ-ჯაბერის ავიაბაზაზე დრონებით იერიში მიიტანეს.