თბილისში ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა - მსუბუქად დაშავდა ორი მგზავრი - Palitra News

თბილისში ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა - მსუბუქად დაშავდა ორი მგზავრი

2026-07-21 11:21:57+04:00

თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ავტობუსიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა, ორი მგზავრი კი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.