სასტუმრო აგარანის მამულში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. თავად გიორგი ჭიღლაძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო წუხს და ამტკიცებს, რომ ქალისთვის დაზიანების მიყენება მისი განზრახვა არ ყოფილა.