რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე - Palitra News

რა ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე

2026-07-21 12:41:59+04:00

უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების კამპანიას აგრძელებს. ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაციების მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, ნავთობის ინფრასტრუქტურისა და მომარაგების ჯაჭვების დასუსტებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უპილოტო აპარატების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე რეგიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა. პარალელურად, რუსეთმა კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიშები განაახლა.