ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქში შევიდა, მას შემდეგ, რაც ტერიტორია ისრაელის ძალებმა დატოვეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების პირობების თანახმად, ისრაელის ძალები ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ზავთარ ალ-ღარბიედან გავიდნენ და ქალაქში ლიბანის არმია განლაგდა.
ჩარჩო შეთანხმება „ჰეზბოლას“ განიარაღებას და სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.
შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ჯარების სამხრეთ ლიბანიდან გაყვანის გეგმას „საპილოტე ზონის პროგრამა“ ეწოდება.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ გეგმა ორშაბათს ამოქმედდა.