6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 12.3%-ით შემცირდა - Palitra News

6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 12.3%-ით შემცირდა

2026-07-21 13:47:36+04:00

განბაჟების ახალი ტარიფები საავტომობილო ბიზნესს სულ უფრო ეტყობა - წელს 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 12.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი შემცირებულია 21%-ით. ასე მაგალითად, თუ ამ წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 100 616 ერთეული ავტომობილი შემოვიდა იმპორტით, რაც ღირებულებაში 1 მილიარდ 614 მილიონ დოლარზე მეტი იყო. წინა წლის იგივე პერიოდში 114 778 ერთეული შემოვიყვანეთ, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევდა. ამავე მონაცემების თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების ღირებულება მილირდ დოლარსაც ვერ აღწევდა, მაშინ როცა გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,2 მილიარდი დოლარი იყო. 6 თვის სტატისტიკით, ყველაზე მეტი ავტომობილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა - დაახლოებით 917 მილიონი დოლარის. იმპორტიორთა ხუთეულში ხვდებიან ასევე იაპონია, ჩინეთი, გერმანია და კორეის რესპუბლიკა. რაც შეეხება რეექსპორტს. საქართველოდან ამ პერიოდში ყველაზე მეტი ავტომობილი ყაზახეთსა და ყირგიზეთში გავიდა, ასევე ხუთეულშია ირანი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი.