მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ასეულში ქართული სამზარეულო 21-ე ადგილზეა - Palitra News

მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ასეულში ქართული სამზარეულო 21-ე ადგილზეა

2026-07-21 13:48:52+04:00

მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების ასეულში ქართული სამზარეულო 21-ე ადგილზეა. TasteAtlas-ის 2025/2026 წლების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს სამზარეულომ 4.32 ქულა მიიღო. მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს ტიტული TasteAtlas-ის მკითხველებმა იტალიას მიაკუთვნეს. მათი აზრით, ეს წოდება ქვეყანამ ნეაპოლიტანური პიცის, პარმეზანის ყველის, პასტას და სხვა ტრადიციული კერძების გამო დაიმსახურა. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს საბერძნეთის, მესამეზე კი პერუს სამზარეულოა. ათეულში ასევე მოხვდა პორტუგალიური, ესპანური, იაპონური, თურქული, ჩინური, ფრანგული და ინდონეზიური სამზარეულოები. როგორც უკვე გითხარით, საქართველო 100 ქვეყანას შორის 21-ე ადგილზეა და დასაგემოვნებელ კერძებს შორის ყველაზე მეტი შეფასება აჭარულ ხაჭაპურს აქვს. მას მოჰყვება ხინკალი, ტრადიციული ხაჭაპური, მწვადი, ხარჩო, მეგრული ხაჭაპური, ბადრიჯანი და აჯიკა. საუკეთესო კერძებს შორის ასევე მოხვდა ელარჯი, შქმერული, ჩიხირთმა და წიწილა ტაბაკა.