„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ლიდერებთან, ერთად, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ერისიმედში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ძლიერი საქართველო- ლელოს“ ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლების ყოველდღიური მთავარი გამოწვევა მდინარის ადიდებაა, რომელიც ყოველი ძლიერი ნალექის შემდეგ კალაპოტიდან გადმოდის, აზიანებს სოფლის ერთადერთ დამაკავშირებელ გზას და იტბორება საცხოვრებელი სახლები და ეზოები.