ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მიმართულებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს - რას ამბობენ მხარეები - Palitra News

ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მიმართულებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს - რას ამბობენ მხარეები

2026-07-21 15:43:37+04:00

უკრაინა რუსეთის სიღრმეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევებს განაგრძობს. ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ასობით უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვისა და რუსეთის ცენტრალური რეგიონების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაციების მთავარი მიზანი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, ნავთობის ინფრასტრუქტურისა და მომარაგების ჯაჭვების დასუსტებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უპილოტო აპარატების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე რეგიონში ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა. პარალელურად, რუსეთმა კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიშები განაახლა