„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს სირიისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს სირიისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხის დაყენებისკენ მოუწოდებს

2026-07-21 20:54:16+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმოამდგენლები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, რომ სირიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი უფრო აქტიურად დააყენონ. შესაბამისი მიმართვის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ და გიორგი იმედაშვილმა ისაუბრეს. მათივე განმარტებით, ევროკავშირი სირიის მხარდაჭერისთვის მზად არის, თუ ქვეყანა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაიცავს და საქართველოსა დაუკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაადასტურებს. კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ამ ფონზე ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა დამასკოსთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმების საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განიხილონ.

ამავდროულად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, რათა გააუქმონ ასადის რეჟიმის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ.