ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების აღდგენის მიზნით პაკისტანში დიპლომატიური კონსულტაციები მიმდინარეობს - Palitra News

ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების აღდგენის მიზნით პაკისტანში დიპლომატიური კონსულტაციები მიმდინარეობს

2026-07-21 20:56:30+04:00

ირანსა და აშშ-ს შორის ჩაშლილი დროებითი შეთანხმების აღდგენის მიზნით პაკისტანში დიპლომატიური კონსულტაციები მიმდინარეობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანის წარმომადგენლები პაკისტანში მედიატორებთან შეხვედრებს მართავენ, მაშინ როცა მხარეები უკვე მეათე დღეა ურთიერთშეტევებს აგრძელებენ. ამ პროცესის ფარგლებში პაკისტანში ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ისკანდერ მომენიც ჩავიდა. პაკისტანი ბოლო დღეებში შეთანხმების აღდგენის მიმართულებით დიპლომატიურ ძალისხმევას აძლიერებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები ახალი შეთანხმების მიღწევას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას უზრუნველყოფს.