თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეულ პრობლემებზე შეფასებები არ წყდება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გზების რეაბილიტაციისას მერია პირველ რიგში სანიაღვრე სისტემებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაზე მუშაობს. მისივე თქმით, მსგავსი გამოწვევები მხოლოდ თბილისისთვის არ არის დამახასიათებელი და ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც გვხვდება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დატბორვის შედეგად დაზიანებული ავტომობილები, საცხოვრებელი სახლები და გზები ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე მიუთითებს. მათივე შეფასებით, მრავალწლიანი მმართველობის მიუხედავად, სანიაღვრე სისტემების პრობლემა ვერ მოგვარდა, ხოლოარსებული მდგომარეობა არასაკმარისი მუშაობისა და კორუფციის შედეგია.