2026 წლის პირველ 6 თვეში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავე ცნობით, იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით მიღებულმა შემოსავალმა 297 მილიონ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70.4%-ით მეტია. ზრდა განსაკუთრებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 148 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 54%-ით აღემატება.