როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში პარტია „ჯერ საქართველოს" ინიციატივას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში პარტია „ჯერ საქართველოს" ინიციატივას

2026-07-22 09:50:49+04:00

პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოდის. პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ კრიზისის დაძლევა საარჩევნო წესებზე შეთანხმებით უნდა დაიწყოს. მისივე შეფასებით, მხარეებმა ისეთი პირობები უნდა შეიმუშაონ, რაც მომავალ არჩევნებს თავისუფალს, სამართლიანსა და კონკურენტულს გახდის. ოპოზიციის ნაწილი ყიფიანის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მათივე პოზიციით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას შედეგი მხოლოდ თანასწორ გარემოში ექნება. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავარი გამოწვევა მხოლოდ საარჩევნო სისტემა არაა. როგორც თავადვე განმარტავენ, ძირითად პრობლემად ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციასა და საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა ასახელებენ.