რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში - Palitra News

რა ხდებოდა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში

2026-07-22 09:53:35+04:00

რუსეთსა და უკრაინას შორის ბრძოლები ინტენსიურად გრძელდება. ბოლო 24 საათში ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 200-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა, ყველაზე მძიმე ვითარება კი პოკროვსკის, ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებებზე შეიქმნა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, საბრძოლო მასალებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები, აეროდრომები და დრონების საცავები დააზიანა. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.