ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 18-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა სერჟანტ ანგელ რამპერსადის ცხედარი ამოიცნო, რომელიც იორდანიაში ირანის იერიშის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
ასევე, Associated Press-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას დაშავებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შაბათს გამოაცხადა, რომ ირანის მიერ იორდანიაში სამხედრო ბაზაზე 17 ივლისს განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ერთი დაკარგულად ითვლებოდა.