სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა

2026-07-22 12:36:14+04:00

ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.