ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს - Palitra News

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

2026-07-22 12:46:54+04:00

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავები ვახო სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოსამართლემ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.

ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.

როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.

„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, - განაცხადა სანაიამ.