ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს - Palitra News

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

2026-07-22 12:58:44+04:00

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. უწყების ინფორმაციით, ზაფხულში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო შემთხვევების უმეტესობა ადამიანთა დაუდევრობას უკავშირდება. ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე სატყეო სამსახურის თანამშრომლები პატრულირებენ და ვიზიტორებს უსაფრთხოების რეკომენდაციებს აცნობენ. სააგენტო ასევე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ რიგ ტერიტორიებზე კოცონის დანთება აკრძალულია, ხოლო წესების დარღვევა ადმინისტრაციულ ჯარიმას ან მძიმე შედეგის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.