გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა გერმანია-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ლიდერები ასევე გერმანია-აზერბაიჯანის ბიზნესსაბჭოს შექმნაზეც შეთანხმდნენ. განხილვის მთავარი თემები ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესი და რეგიონული სტაბილურობა იყო. ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ გერმანია რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერას გააგრძელებს.