რასა იუკნევიჩიენე - ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს - ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის პოსტის გამო პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში - Palitra News

რასა იუკნევიჩიენე - ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს - ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის პოსტის გამო პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში

2026-07-22 15:39:18+04:00

ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის „ფეისბუქზე“ პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.