როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვახო სანაიას დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვახო სანაიას დაკავებას

2026-07-22 15:43:22+04:00

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცავები ვახო სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც მოსამართლემ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. საფუძველი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტია. პროკურატურის განმარტებით, ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტს ედავებოდა. შესაბამისად, პირველი ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს. ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, - განაცხადა სანაიამ.