„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს მოუწოდებს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება განიხილოს - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს მოუწოდებს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება განიხილოს

2026-07-22 15:35:49+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს მოუწოდებს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ საკითხად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების გაუქმება განიხილოს. ოპოზიციის შეფასებით, ოფიციალურ დამასკოსთან ურთიერთობების აღდგენის პროცესი შესაძლებლობას ქმნის, გადაიხედოს ბაშარ ასადის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. კოალიციაში ასევე მიუთითებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი სირიის პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მათი შეფასებით, საქართველომ არსებული შესაძლებლობა აქტიური დიპლომატიური მუშაობით უნდა გამოიყენოს.