რუსეთის კრასნოდარის მხარეში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა - Palitra News

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

2026-07-22 15:47:26+04:00

რუსული მხარის ცნობით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა., მათი ცნობით, დრონის ფრაგმენტები კრასნოდარში ორ საცხოვრებელ კორპუსს, სოფელ დინსკაიაში კი ორ კერძო სახლს მოხვდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 200-ზე მეტი შეტაკება დაფიქსირდა, ყველაზე ინტენსიური ბრძოლები კი პოკროვსკის, ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებებზე მიმდინარეობდა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა დარტყმები მიაყენეს რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ხოლო მოსკოვი ირწმუნება, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები, აეროდრომები და დრონების საცავები დააზიანა. ორივე მხარე აცხადებს, რომ ოპერაციები გრძელდება და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.