იან კელი ვახო სანაიაზე - ჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის იმ მშიშარა ხელისუფლების თვისებაა, რომელსაც ეშინია ხალხის, ვისაც თავად ემსახურება - Palitra News

იან კელი ვახო სანაიაზე - ჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის იმ მშიშარა ხელისუფლების თვისებაა, რომელსაც ეშინია ხალხის, ვისაც თავად ემსახურება

2026-07-22 18:38:24+04:00

ჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის იმ მშიშარა ხელისუფლების თვისებაა, რომელსაც ეშინია ხალხის, რომელსაც თავად ემსახურება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

იან კელი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

„ჟურნალისტების დაკავება სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის იმ მშიშარა ხელისუფლების თვისებაა, რომელსაც ეშინია ხალხის, რომელსაც თავად ემსახურება. სამარცხვინოა“, - წერს იან კელი X-ზე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.