ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი - Palitra News

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი

2026-07-22 19:16:27+04:00

ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ.

ფიროსმანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.