ნიკა გვარამია - ჩემგან დიდი პატივისცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს - მძიმე შეცდომა მგონია და იმედია, გამოსწორდება - Palitra News

ნიკა გვარამია - ჩემგან დიდი პატივისცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს - მძიმე შეცდომა მგონია და იმედია, გამოსწორდება

2026-07-22 19:33:18+04:00

კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება.

გვარამია იმედს გამოთქვამს, რომ „ შეცდომა გამოსწორდება“.

„ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და უდიდესი დაფასება მათ ღვაწლს, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესების უშიშარი და დაუზარელი მსახურებისთვის, ისე უამრავი მოქალაქისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, პირადად ჩემთვისაც.

მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება“,- წერს გვარამია „ფეისბუქ“ პოსტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს.საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.