ზესტაფონში, ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა ექვსი ადამიანი - Palitra News

ზესტაფონში, ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაშავდა ექვსი ადამიანი

2026-07-22 19:41:51+04:00

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.