ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემდე ვაპირებთ ასე ცხვრებივით ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ!, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტ, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
როგორც ხაბეიშვილი თავის განცხადებაში წერს, ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა.
„ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ! როდემდე ვაპირებთ ასე ჩმორად ყოფნას?! როდემდე უნდა „მივაჯირყვნინოთ“ თავი ივანიშვილს?! როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას?! კახეთის ქორწილში რუსების “დაშარდება” იყო გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს რეჟიმი !!
ყოველ დღე „გაწუწებენ“ თავზე! ყოველ დღე გვაფურთხებენ და აქედან მხოლოდ ლაყბისტები და კომენტატორები ვპასუხობთ. ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემე ვაპირებთ ასე ცხვრებივით ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ! დუმილით და უმოქმედობით ყველა თანამონაწილე ხართ ამ რეალობის! ყველა, ვინც შიშით, ჩმორობით ეგუებით მონობას, არაფრით ნაკლებები ხართ რეჟიმზე! დუმილი დანაშაულია!
ახლა ტელევიზიებს ააჭრელებენ „კასტუმიანი” პოლიტ-კომენტატორები და ნასწავლი სახეებით დაგვარიგებენ ჭკუას. ამასობაში, ჰალსტუხზე “ლატე” არ დაგეღვაროთ. ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა. სოლიდარობა აფხაზეთიდან დევნილ უნიჭიერეს და თავისუფალ კაცს - ვახო სანაიას!”,- წერს ხაბეიშვილი თავის განცხადებაში.